თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარდგენილ სპექტაკლებს შორის საუკეთესო - თემურ ჩხეიძის "ბიძიას სიზმარი" დასახელდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თავად რეჟისორმა განუცხადა ფესტივალის არცერთი სპექტაკლი არ უნახავს, თუმცა ის რომ თბილისში მსგავსი ფესტივალები იმართება უკვე ბევრს ნიშნავს.
"არ მინახავს სხვა სპექტაკლები, მიხარია ფესტივალი, რომელიც სხვადასხვა რეჟისორის ნამუშერვებს უყრის თავს. ჩემი სპექტაკლი კი თავად მაყურებელმა შეაფასოს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ჩხეიძემ.
ფესტივალზე თითქმის ყველა წარმოდგენილ სპექტაკლს ესწრებოდა მსახიობი ნიკა თავაძე. მისი თქმით ყველა ნაჩვენები სპექტაკლი დაჩრდილა ოლეგ ბასილაშვილის და ალისა ფრეინდლიხის სინთეზმა თემურ ჩხეიძის რეჟისურით.
"ეს ის შემთხვევაა როდესაც შეიძლება ითქვას, რომ ჩემ პროფესია უმაღლეს დონეზეა აყვანილი. ამ სპექტაკლში დიდი სინთეზის ზეიმს ხედავ, აქ ყველა ვირტუოზია, მაღალი ხარისხის პროდუქციაა, უდიდესი პატივისცემაა მაყურებლის მიმართ, როდესაც ადამიანი მოგყავს თეატრში მაყურებელმა ნიჭისგან დადებით ემოციური მუხტი უნდა მიიღოს. ეს ერთეულების ხვედრია. ვფიქრობ, რომ ფესტივალზე ასეთი დონის არცერთი სპექტაკლი არ იყო წარმოდგენილი. ასეთი დონის მსახიობები, ასეთ რეჟისურით მსოფლიოში რთული საპოვნელია. თუ მე დამეჯერება, როგორც ამ პროფესიის ადამიანს შეიძლება ითქვას, რომ ისინი მსოფლიო საუკეთესო 20-ში შედიან", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მსახიობმა, ნიკა თავაძემ.
"ეს არის ნამდვილი თეატრი, ნამდვილი გარდასახვაა, ეს არის ჩხეიძის დიდი ოსტატობის შედეგი. უმაღლესი რანგის მსახიობები თამაშობენ. ასევე, შეიძლება ითქვას ნაწარმოებზე, რომელიც ყველგან უნდა დაიდგას. ფესტივალის ძალიან ცოტა სპექტაკლი ვნახე, მაგრამ გეტყვით, რომ ნანახებს შორის "ბიძიას სიზმარი" ყველაფრით გამოირჩევა", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" გოგი ქავთარაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრში რეჟისორ თემურ ჩხეიძის სპექტაკლის "ბიძიას სიზმარი" პრემიერა რუსთაველის თეატრში გაიმართა, სადაც გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის თეატრის მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას.
ოლეგ ბასილაშვილმა და ალისა ფრეინდლიხმა რუსთაველის თეატრის სცენაზე ორ მოქმედებიან წარმოდგენაში ქართველ მაყურებელს დიდი ემოცია დაუტოვეს. სპექტაკლსი დასრულების შემდეგ, ოლეგ ბასილაშვილს თეატრის ხელმძღვანელმა, ზაალ ჩიქობავამ საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა.
შეგახსენებთ, რომ დოსტოევსკის პიესაზე აწყობილი სპექტაკლის ჩვენება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მოეწყო.