საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს გვამური დონაციის დანერგვაზე საქართველოში.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2 "-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, სადაც მან 2009 წელი შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, ის თავად არის იმისათვის მზად, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ყველა ორგანო დონორთა ბანკს გადასცეს.
"ვმუშაობთ დონორთა ბანკზე, რომ დავეხმაროთ ხალხს. მე მზად ვარ ვიყო პირველი და ჩავეწერო სიაში და ჩემი სიკვდილის შემთხვევაში ჩემი ყველა ორგანო გადავცე დონორთა ბანკს. უნდა გადვლახოთ ეს და დავეხმაროთ ერთმანეთს. უნდა შევქმნათ დონორთა ტრანსპანტოლოგია რადგან უამრავ სფეროებში გვყავს ნიჭიერი ხალხი და უნდა შევუქმნათ მათ პირობები", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ვირუსის გამო გარდაცვალების უმეტესი შემთხვევის მიზეზეი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია იყო და ხალხს ზოგადად არ აქვს საშუალება მიმართოს ექიმს და უნდა მოხდეს იაფი დაზღვევა, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული დაზღვევა უმწეოებს ისედაც აქვთ დაზღვევა. იმუშავა ამ სისტემამ, მართალია არ არის იდეალური, მაგრამ ასეთ შემთხვევებს მართლა ფარავს.