თუ ირანთან შეთანხმებას გავაფორმებ, ეს იქნება კარგი და სათანადო შეთანხმება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ის ცუდ შეთანხმებებს არ დებს.
"თუ ირანთან შეთანხმებას გავაფორმებ, ეს იქნება კარგი და სათანადო შეთანხმება - არა ისეთი, როგორიც ობამამ გააფორმა, რომელმაც ირანს უზარმაზარი თანხები მისცა და ბირთვული იარაღისკენ პირდაპირი და ღია გზა გაუხსნა. ჩვენი შეთანხმება ამის სრული საპირისპიროა, თუმცა ის ჯერ არავის უნახავს და არავინ იცის, რა შინაარსის იქნება. ის ჯერ ბოლომდე არც არის შეთანხმებული.
ასე რომ, ნუ მოუსმენთ დამარცხებულებს, რომლებიც აკრიტიკებენ იმას, რის შესახებაც არაფერი იციან. ჩემგან განსხვავებით, ვინც წარსულში ეს პრობლემა უნდა გადაეჭრა, მე ცუდ შეთანხმებებს არ ვდებ", - წერს ტრამპი.