„მიეცით წამალი ბავშვებს“ - ამ ლოზუნგით რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა იმართება.
მსვლელობაში, პაციენტების მშობლები და ის ადამიანები იღებენ მონაწილეობას, ვინც ბავშვებისთვის ქვეყანაში მედიკამენტის შემოტანას უჭერს მხარს.
მსვლელობის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ წითელი ბუშტებითა და სხვადასხვა შინაარსის მქონე წარწერიანი ბანერებით მიემართებიან.
მონაწილეების თქმით, სტუდენტების მიერ დაწყებული უპრეცედენტო საქველმოქმედო მარათონი ოფიციალურად სრულდება, თუმცა ბავშვების სიცოცხლისთვის ბრძოლა ახლა ახალ ეტაპზე გადადის.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ქვეყანაში საჭირო მედიკამენტების შემოტანისა და დაფინანსების საკითხი არ გადაწყდება.