"26 მაისს ვიქნები საპროტესტო აქციაზე" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Facebook live-ში განაცხადა, სადაც ის მოქალაქეებს კითხვებზე პასუხობს.
მისი თქმით, ის 26 მაისს ხალხთან ერთად და შეუერთდება საპროტესტო მსვლელობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველამდე - "ყველანი ერთად ვიტყვით ჩვენ სიტყვას დამოუკიდებლობაზე".
"26-ში ვიქნები ყველგან, ვიქნები რუსთაველზე, ვიქნები ყველასთან ერთად, ხალხთან ერთად, რომლებიც გაისეირნებენ რუსთაველზე და ვიქნები იმ საპროტესტო მასიურ აქციასთან, რომელიც დაინიშნა და წამოვა უნივერსიტეტიდან რუსთაველამდე, 19:00 საათზე. ყველანი ერთად ვიტყვით ჩვენ სიტყვას დამოუკიდებლობაზე.
არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს. მე სიტყვით გამოვალ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. პირველ რიგში, მე ჩვეულებრივ გამოვალ რუსთაველზე, რადგან არ შეიძლება რუსთაველი დავთმოთ და არ ვიყო იქ, სადაც ყოველ წელს დავდიოდი და ხალხთან ფოტოებს ვიღებდი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველზე ჩამოვიარო. ასევე საღამოს ვიქნები იქ, სადაც ყველა იქნება. ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისი იყოს ჩვენი ყველას ერთად ნათქვამი სიტყვა, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ვიცავთ, და დავიცავთ მუდამ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.