კახეთში 29 წლის კაცი საკუთარ დაბადების დღეზე გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ქალაქ საგარეჯოში ორი დღის წინ მოხდა. ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. ახალგაზრდა კაცი კი გარდაცვლილი საკუთარ დაბადების დღეზე ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა იპოვა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.
ნათესავების თქმით, მათთვის უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.