საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ბელარუსული მედია ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის მხარის ინიციატივით შედგა.
მხარეებმა განიხილეს რეგიონული საკითხები და ბელარუსის ურთიერთობები ევროკავშირთან, მათ შორის საფრანგეთთან.