რაგბიში მსოფლიო ალაფის თასის გათამაშებაზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ურუგვაის ნაკრები დაამარცხა. შეხვედრა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, ანგარიშით 20:15 დასრულდა.
ქართველი მორაგბეები ნახევარფინალურ შეხვედრაში იაპონიის ნაკრებთან დამარცხდნენ. მსოფლიო ალაფის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს იაპონიისა და სამოას გუნდები დაუპირისპირდებიან.