19 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა კიევზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა უკრაინის დედაქალაქის მეტროს ერთ-ერთი სადგური, ხოლო საცხოვრებელ სახლზე რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, თავდასხმის შედეგად კიევის მარცხენა სანაპიროზე მდებარე მეტროს ერთ-ერთი სადგური დაზიანდა.
მისივე ცნობით, სოლომენსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები 25-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულს მოხვდა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დნიპროვოს რაიონში რუსეთის თავდასხმის შედეგად სასწავლო დაწესებულების შენობა დაზიანდა.