უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება განაახლა.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება სამი დღის განმავლობაში იყო შეჩერებული, შემდეგ კი ამერიკულმა მხარემ ის აღადგინა.
„ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ. ახლა ყველაფერი მუშაობს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ინფორმაციის გაზიარების შეჩერების პერიოდში უკრაინა ვერ იღებდა ინფორმაციას რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შესახებ.
„ჩვენ ვერ ვხედავდით, რომ რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებს იყენებდა. მთელ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენი სპეცსამსახურებისგან, ევროპელებისა და სხვა მხარეებისგან ვიღებდით, ათობით ქვეყანა გვაწვდიდა დახმარებას. თუმცა მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს ეს უნიკალური სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, როდის იყენებს რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ აშშ-თან მოლაპარაკებები ამ კვირაში გაიმართება.