ამერიკის ციხეებში მყოფთა რაოდენობამ, პირველად ქვეყნის ისტორიაში, გასულ წელს 2.3 მილიონი ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს სასამართლო სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციაში.
გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 31 დეკემბრისთვის ციხეში იმყოფებოდა ქვეყნის ყოველი 133-ე მცხოვრები. ამას გარდა ყოველი 45-ე ზრდასრული ამერიკელი იმყოფებოდა საზოგადეობრივი ზედამხედველობის ქვეშ.
ეს არის ის კატეგორია, რომელიც გასამართლებულია და მისჯილი აქვს პირობითი სასჯელი (4,27 მილიონი) ან გათავისუფლებულია ვადამდე (828 ათასი).
2000 წლიდან 2008 წლამდე ციხეში მყოფთა რაოდენობა საშუალოდ წელიწადში 1.8 პროცენტით გაიზარდა.
სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაცემებით, ყოველ 100 ათას ამერიკელზე 754 მსჯავრდებული მოდის. დასავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი 60-დან 130 მდე მერყეობს ხოლო იაპონიაში 62-ს შეადგენს.