ოპოზიციაში ერთმანეთის ჩაძირვას ცდილობენ, რადგან მეორესთვის პირველი მიუღებელია, ლუზერია. ბელადისთვის, სააკაშვილისთვის დანარჩენები ურეიტინგოები არიან, ახლა კრემებისა და „მაზის“ რეკლამირების ოსტატი ჟორჟოლიანი გამოაგორეს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
"ქალბატონ ნანულის პოლიტიკაში ვინ უნდა გაჰყვეს? პრემიერად ის გიჟი უნდა წარმოადგინონ, ხან უკრაინის მოქალაქე რომ არის და ხან ჩე გევარა. ოპოზიციაში სრული აჯაფსანდალი აქვთ. მათი მსგავსი ხელისუფლებაში არასოდეს არ უნდა მოვიდეს. სად არის ოპოზიცია? რასაც ვხედავთ, რადიკალები, უსამშობლოები და პატრონებისგან დაფინანსებული პროექტები არიან. ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვის უფრო მეტი „ლაიქი“ აქვს თუ უფრო მეტი ჩაერიცხა „ტიკტოკიდან“ და „ფეისბუქიდან“. ხედავთ, რა სამარცხვინო დონეზე არიან დასული? იმან კრემებს და „მაზებს“ რეკლამები უკეთა და ის დააჯამა, მეორე გიჟი თავის ვიდეოებს უდარებს. წარმოიდგინეთ, ამათ ხელში ხელისუფლება, მთავრობა, ბიუჯეტი. ამ გიჟებმა რა უნდა გააკეთონ? ესენი მონიშნული უნდა გყავდეს, რომ მათი მსგავსი ხელისუფლებაში არასოდეს მოვიდნენ. ნათელია, პოლარიზებული რადიკალები ერთმანეთს ვერ იტანენ, ეწევიან ქიშპობას, დასმენას. ესენი ხელისუფლებაში როგორ უნდა მოვიდნენ?“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.