რუსული გამოცემა "კომერსანტი" ბლოგერ თორნიკე რაზმძისს მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ეხმიანება.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამმართველომ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის წვრილმანი ხულიგნობის მუხლით საქმე აღძრა. საქმე მარგარიტა სიმონიანის მისამართით უცენზურო გამონათქვამებს ეხება. ბლოგერს შესაძლოა ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისროს", - წერს რუსული გამოვემა "კომერსანტი".
ცნობისათვის, თორნიკე რაზმაძემ დღეს განაცხადა, რომ შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმირ სოლოვიოვის სიტყვიერი შეურაცხოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
თორნიკე რაზმაძე განმარტავს, რომ აგვისტოში, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რუსი პროპაგანდისტები მარგარიტა სიმონიანი და ვლადიმორ სოლოვიოვი ეთერში ამბობდნენ, რომ "როგორც ერეკლე მეორე მოვიდაო მუხლებზე ფორთხვით და შეგვეხვეწა საკუთარი მფარველობის ქვეშ მიგვეღოო, ისე მოვლენ სხვა ქართველებიცო".
სამოქალაქო აქტივისტის კომენტარი იყო: "ნაკალენია" თქვენი დედაც" - რაზეც შსს-მ საქმის წარმოება დაიწყო.
პროცესი 29 სექტემბერს ჩაინიშნა.
ამის შემდეგ შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გაავრცელა განმარტება, რომ სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.
თორნიკე რაზმაძემ ჩაწერა ვიდეო, სადაც განაცხადა: "ცხადად ჩანს, ვისაც ვაყენებ შეურაცხყოფას, იმავე ადამიანის ციტირებით - ეს არის მარგარიტა სიმონიანი და ისინი, ვინც სტუდიაში არიან, მე მედავებიან 166-ე მუხლს, რაც გულისხმობს სხვა ადამიანის გინებას და არა სახელმწიფო თანამდებობის პირის გინებას".