რუსმა ოლიგარქმა ბორის ბერეზოვსკიმ, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს "უკრაინსკაია პრავდაში" უკრაინელი "ოლიგარქებისა და რიგითი კაპიტალისტებისადმი" ღია წერილი გამოაქვეყნა.
ბერეზოვსკიმ მათ მოუწოდა საპრეიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭირონ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს, რადგან მისი აზრით "მხოლოდ იუშჩენკო არის ერთადერთი გარანტი", რომ ისინი შესძლებენ თავიანთი კაპიტალის შენარჩუნებას და მის გაზრდას.
"შესაბამისად, დამოუკიდებელი და დემოკრატიული უკრაინა შეინარჩუნებს კურსს ცივილიებული მომავლისკენ", - აღნიშნავს ბერეზოვსკი.
ბერეზოვსკი თავის წერილში აღნიშნავს, რომ "კაპიტალი და ხელისუფლება განუყოფელია. ვინც ამტკიცებს საპირისპიროს ან მატყუარაა ან სულელი".
"ამიტომაც არ ფარისევლოთ, და, არა თუ არ დამალოთ თქვენი გავლენა ხელისუფლებაზე, არამედ შეიგნეთ თქვენი ვალდებულება _ დაეხმარეთ უკრაინელ ხალხს 2010 წლის 17 იანვარს გააკეთოს სწორი არჩევანი", _ აღნიშნავს ბერეზოვსკი.