რეჟისორებმა ვუდი ალენმა და ითან კოენმა, სცენარისტ ელეინ მეისთან ერთად, სამი ერთაქტიანი პიესა დაწერეს, რომელიც ბროდვეიზე უნდა დაიდგას.
სპექტაკლის სახელწოდებაა "პირობითად ვთქვათ". მისი პრემიერა მიმდინარე წლის ბოლოს შედგება.
ცნობისთვის, ბროდვეიზე ვუდი ალენის დებიუტი ჯერ კიდევ 1969 წელს შედგა. ამ სამი ერთაქტიანი პესიდან ერთ-ერთს "Honeymoon Hotel"-ი ეწოდება, რომლის ავტორიცაა ვუდი ალენი. კოენისთვის კი ეს ბროდვეიზე დებიუტი იქნება. მის პიესას "Talking Cure" ეწოდება.