თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
დაღუპულები საგზაო კომპანიის თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც ბორდიულებს ამაგრებდნენ, როცა სავალი ნაწილიდან გადასული ტრაილერი დაეჯახათ.
ვარაუდობდნენ, რომ აზერბაიჯანული ნომრებით მოძრავი ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა. სამივე მუშა ადგილზე გარდაიცვალა.
სატვირთო ავტომანქანის მძღოლი დაკითხვაზე იმყოფება.