"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის ავტომანქანა მოიპარეს. ამის შესახებ თავად ბურჯანაძე იტყობინება.
მისი თქმით, სწორედ ამ მანქანაზე 21 მაისს "სახალხო კრების" აქციისთვის ტრიბუნა უნდა დაემონტაჟებინათ.
ბურჯანაძის განმარტებით, მანქანა გუშინ ავტოფარეხიდან გაიტაცეს, რომელიც ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან მდებარეობს.
ბურჯანაძე გაოცებას ვერ მალავს, რომ შემთხვევა იმ ფონზე მოხდა, როცა საქართველოს შს სამინისტროს მონაცემებით, მანქანებს აღარ იტაცებენ.
ცნობისთვის, ეს ინფორმაცია ბურჯანაძემ დიპლომატებსაც გააცნო.