სამართალდამცველებმა „ქართული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი შოთა იამანიძე დააკავეს.
როგორც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა, მას ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ბრალდება.
მისივე თქმით, იამანიძე ბრალს არ აღიარებს და ნარკოტიკებთან კავშირს უარყოფს.
„პროკურატურააღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობას 48 საათის განმავლობაში დააყენებს. სავარაუდოდ, პროცესი ხვალ გაიმართება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა ასეთ შუამდგომლობას არ დააყენებს, იამანიძე ოჯახს დაუბრუნდება", - განმარტა ადვოკატმა.