საპატრულო პოლიციამ „თავისუფალი საქართველო"-ს ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია დააკავა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" კახა კუკავას პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, აყვანის მომენტში მისთვის დაკავების მიზეზები არ განუმარტავთ.
„აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების გაგრძელებას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც გააჩნია განსხვავებული აზრი და საკუთარ პროტესტს გამოთქვამს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ", - მიაჩნიათ პარტიაში.
გოგი წულაია ამ დროისთვის ქუთაისის პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.