რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს დაჩქარებულად თავისი ბირთვული პოტენციალის განვითარებას, იმ შემთხვევაში თუკი ვერ მოახერხებს დასავლეთთან მოლაპარაკებას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხში. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ამჟამად მიმდინარე პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"იმედი მაქვს, რომ იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენ, ჩემი მეგობარი პრეზიდენტის ბარაკ ობამას წინაშე დავაყენეთ ისინი გვიპასუხებენ და ჩვენ შევძლებთ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის საკითხში თანამშრომლობის მოდელის შემუშავებას. ხოლო თუკი ვერ შევძლებთ, მაშინ ჩვენ მოგვიწევს საპასუხო ზომების მიღება, რაც ძალიან არ მინდა, რადგანაც მაშინ უკვე საუბარი იქნება დაჩქარებულად განვავითაროთ ბირთვული საშუალებების დარტყმითი პოტენციალი: ეს ძალიან ცუდი სცენარი იქნებოდა და იგი ჩვენ "ცივი ომის"ეპოქაში დაგვაბრუნებდა", _ განაცხადა მედვედევმა.
მასალის გამოყენების პირობები