პარლამენტის თავმდჯომარე დავით ბაქრაძე "კანონის ფარგლებში" ოპოზიციის მხრიდან საპროტესტო აქციების ჩატარებაში პრობლემას ვერ ხედავს
ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებს 21 მაისს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციების შეფასებისას განუცხადა.
"საქრათველოში კანონის ფარგლებში ნებისმიერს შეუძია ჩაატაროს აქცია. ეს არის დემოკრატიის ელემენტარული წესი. ვეთანხმებით თუ არა, მოგვწონს თუ არა ეს აქციები" - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, კანონის ფარგლებში საქართველოში ყოფილა, იყო და მომავალშიც უამრავი აქცია ჩატარდება.
"მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ", - აღნიშნა ბაქრაძემ.