"სახალხო კრების" ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა, დიპლომატებს მათ 21 მაისის აქციასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.
„ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ ინფორმაციაიმ პროვოკაციების შესახებ, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს, ასევე ვესაუბრეთ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს აქტივისტებს ექმნებათ, ეს არის პლაკატების გაკვრის პროცესი, სხვადასხვა მასალების დარიგება აქციებთან დაკავშირებით. მე მესმის ხელისუფლებას ეშინია, იმიტომ რომ ძალა ხალხშია"-განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ "სახალხო კრების" ორგანიზებით 21 მაისს საპროტესტო აქცია საქართველოს ორ დიდ ქალაქში, დედაქალაქ თბილისში - თავისუფლების მოედანზე და ბათუმში - ერას მოედანზე გაიმართება.