შვილად აყვანის მიზნით არასრულწლოვნის მიმართ უკანონოდ განხორციელებულ ქმედებებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გავრცელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები "სისხლის სამართლის კოდექსში" პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა.
მოქმედი კანონის თანახმად, არასრულწლოვნის ყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით ისჯება გამოსასწორებელი სამუშაოთი - ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.
განხორციელებული ცვლილებების თანახმად, არასრულწლოვნის ყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.