პენტაგონის ხელმძღვანელის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, აშშ-ს უკრაინაში Starshield-ის მუშაობის შეზღუდვასთან კავშირი არ აქვს და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანება არ გაუცია.
„ჩვენ არაფერი გაგვითიშავს. არსებობს მომსახურების პირობები, რომელთა დაცვაც, საბოლოო ჯამში, აუცილებელია და სწორედ აქედან იწყება ყველაფერი. Starlink-ს ასეთი გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვს. თუმცა, ჩვენი შეფასებით, არაფერი შეცვლილა. ჩვენ არანაირი ბრძანება ან მსგავსი რამ არ გაგვიცია“, - განაცხადა ჰეგსეთმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჰეგსეთმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინისთვის ჩამჭრელი რაკეტების მიწოდების საკითხზე. მისი თქმით, აშშ-ს სურს, პირველ რიგში, დარწმუნდეს, რომ ამერიკელ სამხედროებს ასეთი რაკეტების საკმარისი მარაგი აქვთ.
ამასთან, პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიცია უკრაინის მიმართ უცვლელია. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს უკრაინელების წარმატება სურს.