ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი ალ პაჩინო 2011 წლის ვენეციის კინოფესტივალის საპატიო პრემიას მიიღებს. მსახიობმა ეს ტიტული"თანამედროვე კინოს განვითარებაში შეტანილი ორიგინალური წვლილის გამო" დაიმსახურა.
შეგახსენებთ, ფესტივალი 31 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე გაიმართება. დაჯილდოების ცერემონიალი კი ალ პაჩინოს ახალი ფილმის, Wilde Salome-ს ჩვენების წინ შედგება, რომელიც ოსკარ უაილდის პიესა "სალომეას" მიხედვით განხორციელდა. ალ პაჩინო სურათში მეფე იროდის როლს განასახიერებს.