ორგანიზაციებში სამსახურებრივი გულგრილობა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. აღნიშნულთან დაკავშირებით "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა.
მიღებული გადაწვეტილებით, კოდექსს ახალი პრიმა მუხლი - "გულგრილობა" ემატება, რომლის თანახმად საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
იგივე გულგრილობა თუ ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ან სხვა მძიმე შედეგს გამოიწვევს, ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.