აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოსლოში მისთვის მინიჭებული ნობელის მშვიდობის პრემიის მისაღებად მიემგზავრება. ნორვეგიის დედაქალაქს აშშ-ს პრეზიდენტი მეუღლის მიშელ ობამას თანხლებით ეწვევა.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ალფრედ ნობელის გარდაცვალების 113-ე წლისთავზე 10 დეკემბერს გაიმართება. დაჯილდოების მეორე დღეს ოსლოში ობამას პატივსაცემად ოსლოში გალა-კონცერტი გაიმართება. მასზე კონკურს "ევროვიზია 2009"-ის გამარჯვებული ბელორუსი წარმოშობის ნორვეგიელი მომღერალი ალექსანდრე რიბაკი გამოვა. მომღერალი დღეისათვის მის ყველაზე ცნობილ ჰიტს "Fაირყტაილ"-ს (ზღაპარი) შეასრულებს. ამას გარდა კონცერტზე ასევე გამოვა პოპულარული ირლანდიური ჯგუფი "ჭესტლიფე", ბრიტანელი მომღერალი ნატაშა ბედინგფილდი, ამერიკელი შემსრულებელი ვაიკლეფ ჯინი, ამერიკელი მომღერალი ტობი კიფი, ამერიკელი მომღერალი დონნა სამერი, ჩინელი პიანიტ-ვირტუოზი ლანგ ლანგი და სხვები. აღნიშნული კონცერტის წამყვანები იქნებიან: ცნობილი ამერიკელი მსახიობი უილ სმიტი და ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ქალი ჯადა პინკეტ სმიტი.
აღსანიშნავია, რომ ნობელის მშვიდობის პრემიის აშშ-ს პრეზიდენტისათვის მინიჭება მოულოდნელობა არა მხოლოდ მთელი მსოფლიოსათვის, არამედ თავად ბარაკ ობამასათვისაც იყო.
ობამამ მისთვის ამ პრემიის მინიჭების შესახებ 9 ოქტომბერს დილით გაიგო. მან აღიარა, რომ იგი არ ელოდა მისთვის ამ პრემიის მინიჭებას და თავს ღირსად არ თვლის იყოს იმ ხალხთა რიცხვში ვისაც ნობელის მშვიდობის პრემია აქვს მინიჭებული.
"მე ღრმად შეძრული ვარ ამ გადაწყვეტილებით და ამ ჯილდოს, მოქმედებებისათვის მოწოდებად მივიღებ", _ განაცხადა მაშინ ობამამ და პირობა დადო, რომ ბირთვული იარაღის გავრცელებასთან, გლობალურ დათბობასთან და შეიარაღებულ კონფლიქტებთან ბრძოლას გააგრძელებს.
აშშ პრეზიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიია არა მხოლოდ პირადად მან არამედ მთელმა ამერიკელმა ხალხმა მიიღო.