ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თუ ირანი მის ქვეყანაზე თავდასხმას განახორციელებს, ისრაელი საპასუხოდ მძლავრ დარტყმას მიაყენებს. ამის შესახებ, The Guardian უწყება.
მისი თქმით, ისრაელი მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა.
„ირანის ლიდერებს ვეუბნები: ნუ გექნებათ მშვიდობის იმედი, თუ ჩვენზე თავდასხმას გადაწყვეტთ. დასრულდა დრო, როდესაც ვინმე გვესხმოდა თავს, ჩვენ კი საპასუხოდ გადამწყვეტ დარტყმას არ ვაყენებდით. ასე მოვიქცევით ყველას მიმართ, ვინც ზიანს გვაყენებს. ჩვენ ამას ვაკეთებთ“,,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ კონფერენციაზე.