საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სალომე საქალაქო სასამართლოს მიერ ელისაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმიანება.
"არ ვიცი რა სცენარი დაუტრიალეს ელისაშვილს, ერთადერთი რამ ვიცი რომ ამ 13 წელს სამართალთან კავშირი არა აქვს და ვინც მონაწილეობს ამ განაჩენების გამოტანაში, ვინც დღეს არცხვენს სიტყვა სამართალს და სასამართლოს, ყველასი დრო დადგება და ყველა ინანებს საკუთარ ლაჩრობას.
დიდ ცოდვას ჩადიან, იციან და მაინც!" - წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.