აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტის მიღების შანსები მაღალია - დოკუმენტში შესაძლოა ირანისა და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სანქციებიც შევიდეს.
"რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი ლინდსი გრემის პატივსაცემად იქნება მიღებული და მასში ირანი და „ჰეზბოლაც" შევლენ"- განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ერაყის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ვიცი, რომ ლინდსის ეს ძალიან უნდოდა... ამიტომ განვიხილავთ ამას, სერიოზულად ვფიქრობთ - და ეს ლინდსის საპატიოდაა. ეს მისი საქმე იყო. მას ეს უფრო მეტად უნდოდა, ვიდრე რაიმე სხვა. იცით, ის ამას გრძნობდა. და დიდი ვარაუდია, რომ ეს გაკეთდება, შანსები ძალიან მაღალია" - განაცხადა ტრამპმა.