14 ივლისს, სამშაბათს, ბრიუსელში სამშენებლო მოედანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. დაკარგულია ევსი ადამიანი
ამის შესახებ Reuters ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ ხანძარი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდებარე სამშენებლო ობიექტზე გაჩნდა. ადგილობრივმა სახანძრო სამსახურმა განაცხადა, რომ ხანძრის გაჩენის დროს ტერიტორიაზე 200-ზე მეტი მუშა იმყოფებოდა, ხოლო სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივი შრომის ინსპექციის წარმომადგენლის ინფორმაციით, ობიექტზე მდებარე ორი ლიფტიდან ერთ-ერთში ადამიანების დაუზუსტებელი რაოდენობის ცხედრები აღმოაჩინეს.
მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა აღმოჩენილი ცხედრები ექვსი დაკარგული მუშის.