სახელმწიფო სან-მარინომ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობა აღიაროს. ეს განცხადება აფხაზურ გაზეთ "ნოვი დენ" თან საუბარში აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრმა ადგურ ხარაზიამ გააკეთა.
"არც თუ ისე დიდმა სახელმწიფო სან-მარინომ შესაძლოა უახლოეს მომავალში შეავსოს იმ ქვეყანათა რიცხვი, რომლებმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს", _ აცხადებს ხარაზია და იქვე რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ხელმოსაწერი შეთანხმების ხარვეზებზე საუბრობს.
ხარაზია მიიჩნევს, რომ აფხაზეთმა თავისი მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მაცხოვრებლებს არ უნდა მისცეს.
"მაგალითად, სან-მარინო თავის მოქალაქეობას არავის არ აძლევს, მაშინაც კი თუკი მათ მოქალაქეზე რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე დაქორწინდება და ქორწნებაში 50 წელზე მეტხანს იცხოვრებს. აფხაზეთის მოქალაქეობის დარიგება პირდაპირი საფრთხეა აფხაზური ეთნოსისათვის და სახელმნწიფოსათვის. მცირერიცხოვნობის გამო შესაძლოა მალე მოხდეს აფხაზების ასიმილირება. სახელმმწიფოს ხელმძღვანელობა კი ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისას თუნდაც 40-50 წლის შემდეგ მათ შედეგებზე უნდა ფიქრობდეს", _ აცხადებს ხარაზია.
ცნობისთვის: ოფიციალური სახელწოდება- სან-მარინოს რესპუბლიკა. სახელწოდება მომდინარეობს დალმაციელი ქვისმთლელის მარინუსისაგან, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების გამო იდევნებოდა სამშობლოში და გაიქცა მეზობელ იტალიაში. მარინუსი კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა წმინდა მარინის სახელით.
ქვეყანა მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძულზე, წარმოადგენს ანკლავს იტალიის შიგნით. მისი ფართობი - 60 კვ.კმ-ია. სან-მარინოს მოსახლეობა 28 ათას ადამიანს შეადგენს. სახელმწიფო ენა - იტალიურია. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - სან-მარინო.