გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობების უკანონო ექსპორტი 500 ლარის ოდენობით დაისჯება.
აღნიშნული ნორმა "ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსს" ახლა დაემატა.
კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და "გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვეციის" დანართში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღევა გამოიწვევს 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
აღნიშნული ცვლილება პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.