რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აცხადებს რომ რუსეთი კავკასიიდან არ წავა. ეს განცხადება პუტინმა რუსეთის მოქალაქეებთან პირდაპირი ეთერით საუბრის დროს გააკეთა.
"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების სურვილის შემთხვეაში ჩვენ მათ ნებისმიერ დახმარებას გავუწევთ, თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი. ხოლო, რაც შეეხება, სამხრეთ ოსეთის აღდგენას, ჩვენს ბიუჯეტში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები, ისინი ვიზირებულნი არიან ამ მიზნებისათვის და სწორედ ამ მიზნებისათვის იქნებიან გამოყენებულნი",_ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
შეეხო რა გასული წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს და იმ საკითხს, თუ ვინ არის დამნაშავე ხუთდღიანი ომის დაწყებაში ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ "ქართველი ხალხი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაისაჯონ ის პოლიტიკოსები, რომლებმაც ასეთ უმძიმეს და დრამატულ შედეგებამდე მიიყვანეს".
"აქ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებზე მოხდა თავდასხმა, რომლებიც თავის ვალდებულებას ასრულებდნენ. ამაზე რათქმაუნდა ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს",_ განაცხადა პუტინმა.