კუპიანსკში და დერგაჩოვის თემის სოფელ სლატინოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეგუბოვი ავრცელებს.
მისი თქმით, კუპიანსკში, დაბომბვის შედეგად დაინგრა სახლი და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
დანგრეული სახლის ნანგრევებიდან ერთი კაცი ამოიყვანეს, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.