ესპანეთის ტოლედოს პროვინციაში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 64 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა. მათგან 50-ის მდგომარეობა მძიმეა.
ამის შესახებ ესპანურ გამოცემა El País იუწყება.
ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დაზიანებულ ვაგონებში ადამიანები არიან ჩარჩენილი.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამხედრო დანაყოფის 100-მდე თანამშრომელი მუშაობს. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენებიც.
შემთხვევის ადგილზე ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი გაემგზავრა.
ოთხშაბათს დილით, ტოლედოს პროვინციაში, ქალაქ ურდასთან ახლოს, ერთმანეთს ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ორივე მატარებელში 540-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
ინციდენტის გამო მადრიდსა და ანდალუსიას შორის სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეჩერდა. მადრიდის ატოჩას სადგურსა და სევილიაში მგზავრთა ოჯახის წევრებისთვის დახმარების ცენტრები გაიხსნა.
კატასტროფის სავარაუდო მიზეზად სიგნალიზაციის სისტემის გაუმართაობაზე რეაგირებისას დაშვებული ადამიანური შეცდომა სახელდება.