ევროკომისია წინასწარ იყო ინფორმირებული რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს სატელეფონო საუბრის შესახებ.
ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ, 28 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დიახ, საუბრის შესახებ წინასწარ ვიყავით ინფორმირებული. როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი გზავნილის გარშემო ერთიანობა შევინარჩუნოთ, რომელიც პრეზიდენტ პუტინს უნდა გადავცეთ“, - განაცხადა პინიომ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.
პინიომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მოლაპარაკებებში ჩართვის მზაობას ჯერჯერობით არ ავლენს.
პინიოს განმარტებით, სტუბისა და სტორეს საუბარი ოსლოში 20 ოქტომბერს გამართული შეხვედრის გაგრძელება იყო.
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინთან სატელეფონო საუბარი 27 ოქტომბერს გამართეს. მათ რუსეთის პრეზიდენტთან უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების საკითხი განიხილეს.