13 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც მშვიდობიან მოქალაქეებს შორის დიი მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ სუმის მერი არტიომ კობზარი იუწყება.
„დღეს სარაკეტო დარტყმის შედეგად, არის ბევრი დაღუპული. ...მტერმა კვლავ დაარტყა მშვიდობიან მოსახლეობას“, - წერს კობზარი. უკრაინული მედიის ცნობით, რუსული შეტევის შედეგად დაშავდა ერთი ბავშვი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია შენობების დაზიანების შესახებ.