აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ მისი აზრით, მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად კარგად მიდის, მაგრამ "არის მომენტი, როდესაც უბრალოდ უნდა იმოქმედოთ ან გაჩუმდეთ".
თავდაპირველად გამოცემა Reuters-მა ტრამპის სიტყვები "put up or shut up" თარგმნა, როგორც „ან შეეგუე, ან გაჩუმდი, თუმცა მოგვიანებით გაასწორა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს კომენტარი ტრამპმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც მან რუსეთთან მიმართებით იმედგაცრუება გამოხატა და მას შეთანხმებისკენ მოუწოდა .
„ვფიქრობ, უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობები შესაძლოა, კარგად განვითარდეს და ამას ძალიან მალე შეიტყობთ. არის მომენტი, როდესაც უბრალოდ უნდა იმოქმედოთ ან გაჩუმდეთ და ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის”, - განაცხადა ტრამპმა.
მოლაპარაკებები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც აშშ-რუსეთის დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას, ომის დასრულების შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების დაწყებამდე, როგორც ჩანს, შეფერხებულია ბრძოლის სრული დასრულების პირობებზე უთანხმოების გამო.
„ტრამპმა აჩვენა მოთმინების დაკარგვის ნიშნები და ისაუბრა მეორადი სანქციების დაწესებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს, თუ ის იგრძნობს, რომ მოსკოვი აჭიანურებს შეთანხმებას“, - აღნიშნავს Reuters.
მანამდე, ტრამპმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას გადადგას ნაბიჯები უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის დასარულებლად.