ავჭალაში, ერთ-ერთი ავარიული კორპუსის (ე.წ. ტიტანიკის კორპუსი) ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი დაიღუპა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გავრცელებული ცნობებით, "ტიტანიკი" 9-სართულიანი ავარიული კორპუსია, რომლის ერთი ნაწილიც რამდენიმე წლის წინ, შენობის საძირკვლის გრუნტის წყლებით დაზიანების შედეგად, შუაზე გადატყდა და სადარბაზო ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეები წლებია, დახმარებას ითხოვენ.