ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი მოსკოვში ჩავიდა, სადაც გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) მერვე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტი 27 ოქტომბერს გაიმართება.
ამის შესახებ ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
„ვიზიტის ფარგლებში, სამიტში მონაწილეობასა და სიტყვით გამოსვლასთან ერთად, პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტსა და სამიტის მონაწილე რამდენიმე ქვეყნის ლიდერს შეხვდება. ასევე განიხილავს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხებს“, - ნათქვამია განცხადებაში.