დარწმუნებული ვარ, რომ ვიქტორ ორბანი, გაერო-ს გენერალური მდივნის რანგში, სათანადოდ გამოიყენებდა ვეტოსა და შანტაჟის იმ ოსტატურ უნარებს, რომლებიც წლების განმავლობაში ევროკავშირის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ჩაშლისას გამოიმუშავა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა სოციალურ ქსელსი წერს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ვიქტორ ორბანი, გაერო-ს გენერალური მდივნის რანგში, სათანადოდ გამოიყენებდა ვეტოსა და შანტაჟის იმ ოსტატურ უნარებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ევროკავშირის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ჩაშლისას გამოიმუშავა.. შეგვიძლია დანარჩენ მსოფლიოსაც გავუზიაროთ ჩვენი დიდი გამოცდილება, თუ როგორ უნდა გავიყვანოთ ის საჭირო დროს ყავის დასალევად“, - წერს სიბიჰა.
შეგახსენებთ, The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კანდიდატურის წამოწევას ცდილობს.