თუ ერს მოჰპარე იდეა — მას აღარ რჩება არც მიზანი, არც წინააღმდეგობის ძალა. მტერი არ ცდილობს დაგარწმუნოს — ის ცდილობს, რომ სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში აგერიოს და საბოლოოდ სიმართლე ტყუილში დაახრჩოს! - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
"თუ ერს მოჰპარე იდეა — მას აღარ რჩება არც მიზანი, არც წინააღმდეგობის ძალა. მტერი არ ცდილობს დაგარწმუნოს — ის ცდილობს, რომ სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში აგერიოს და საბოლოოდ სიმართლე ტყუილში დაახრჩოს!
ეს ქაოსი შემთხვევითი არ არის — ეს არის იარაღი. იარაღი, რომელიც მიზნად ისახავს:
• გმირობა გადაიქცეს სისულელედ,
• მორჩილება – სიბრძნედ.
ეს რუსეთში შექმნილი ფსიქოლოგიური ბრძოლის სტრატეგიაა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს საქართველოში იყენებს: „შექმენი იმდენი ურთიერთგამომრიცხავი ‘სიმართლე’, რომ ხალხმა ვეღარ გაარჩიოს – და ბოლოს გაჩუმდეს.“
გიხლართავენ სინამდვილეს ისე, რომ ეჭვი შეგეპაროს შენს:
• გრძნობაში
• მეხსიერებაში
• სამშობლოში
• და თვით გმირშიც კი.
გწყვეტენ ყველა ღირებულებით საყრდენს რომ დარჩე დაბნეული, დათრგუნული, დემორალიზებული და მორჩილი. როგორ მუშაობს ეს? გეუბნებიან:
• ანწუხელიძე “უაზროდ გაწირეს”
• ცხრა აპრილი – “უაზრო მსხვერპლი”
• გმირობა – “პიარია”
• რუსეთისადმი დათმობა – “პრაგმატიზმია”
დღეს ევროპა “მტერია”, ხვალ — თვითონვე მიდიან ბრიუსელში “მშვიდობის საძიებლად”.
დიფსთეითი მარცხდება-დიფსთეითი იმარჯვებს შედეგი? ხალხი იბნევა. აღარ იცის, ვის დაუჯეროს. აღარც იცის, რისთვის იბრძოლოს, რა ქნას და ბოლოს – ჩუმდება. აი ეს არის მათი მიზანი.
რას ვპასუხობთ ჩვენ?
1. როცა გმირს გართმევენ — მეხსიერება უნდა დაიცვა.
2. როცა ტყუილს გვახვევენ — სიმართლე უნდა ილაპარაკო.
3. როცა ყველა ჩუმდება — შენი ხმა ყველაზე ძვირფასი ხდება.
ეს ბრძოლა უკვე დაწყებულია. და ჩვენ ვეუბნებით: ვერ წაგვართმევთ ისტორიას, გმირს, სიმართლეს, ღირსებას და საქართველოს! წარსულიც, აწმყოც და მომავალიც — ჩვენია!" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.