უკრაინის ექს-პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ განაცხადა, რომ მას არავითარი განკარგულება უკრაინის შს სამინისტროსათვის ჟურნალისტ გიორგი ღონღაძესთან მიმართებაში არ მიუცია.
"არავითარი განკარგულება შს სამინისტროსათვის "უკრაინსკაია პრავდას" დამფუძნებელ ჟურნალისტთან გიორგი ღონღაძესთან მიმართებაში არ მიმიცია", _ განაცხადა კუშმამ უკრაინის გენპროკურატურასთან სადაც ჩვენებების მისაცემადაა დაბარებული. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ლეონიდ კუჩმას უკრაინის გენპროკურატურამ უკვე ჩამოართვა გაუსვლელობის ხელწერილი, თუმცა ოფიციალური ბრალდება ექს-პრეზიდენტისათვის ჯერ ჯერობით წამოყენებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ ლეონიდ კუჩმას ეჭვმიტანილია უკრაინის შს სამინისტროსათვის უკანონო განკარგულებების მიცემაში, რამაც გიორგი ღონღაძის მკვლელობა გამოიწვია.