ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი, რომელიც მან ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან ერთად 27 ოქტომბერს გამართა, უკრაინასთან თანამშრომლობით შედგა.
„საუბარი დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა და ოსლოში 20 ოქტომბერს გამართული შეხვედრის გაგრძელება იყო. საუბარი უკრაინასთან თანამშრომლობით შედგა“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
სტუბის თქმით, სატელეფონო საუბრის შესახებ წინასწარ აცნობეს მთავარ მოკავშირეებს.
„საუბრამდე ინფორმაცია მივაწოდეთ მთავარ მოკავშირეებს, მათ შორის ჩრდილოეთის საბჭოს [ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების საპარლამენტო თანამშრომლობის ორგანიზაცია] ყველა წევრ ქვეყანას. საუბრის დასრულების შემდეგ კი მათ მისი შინაარსიც გავაცანით“, - აღნიშნა სტუბმა.