დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიაში მოწვეულ სპეციალისტად, სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, გუბაზ სანიკიძის მიწვევა იგეგმება.
„გვინდა განვაცხადოთ, რომ გუბაზ სანიკიძეს არ მიუღია არანაირი შეთავაზება კომისიასთან რაიმე სახით თანამშრომლობის თაობაზე", _ ნათქვამია „ეროვნული ფორუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
ამასთან, იგი არ გეგმავს აღნიშნულ კომისიაში შესვლას და მის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას.