თბილისი.09.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". სამთავრობო ცვლილებებმა სტარტი აგვისტოში აიღო. პრემიერ- მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკის მინისტრი ლაშა ჟვანია თანამდებობიდან გაათავისუფლა. შემდეგ კი, მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრი შეცვალა.
იმავე დღეს, ეკონომიკის და თავდაცვის სამინისტროებში მოადგილეებს, ადმინისტრაციის და საზოგადოებასთან ურთიერთობების, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობების უფროსებს თანამდებობები დაატოვებინეს. ჯერჯერობით, ცვლილები არ შეხებიათ წამყვნ, მთავარ ან უბრალოდ სპეცილისტებს, ისინი ცვლილებების მოლოდნიში არიან. ძირეული საკადრო გადაადგილებების ახალი და შოკისმომგვრელი ტალღა, ახალი მოადგილეების, ადმინისტრაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობების, ასევე, სამმართველოების უფროსების სამსახურებში მისვლისთანავე, ისეთივე აგრესიულ ფონზე დაიწყება, როგორც ეს სააკაშვილის ელიტას სჩვევია.
ხშირი საკადრო ცვლილებები იმის დამადასტურებელია, რომ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა ერთიანი გუნდისგან და პროფესიონალებისგან არ შედგება, გარდა ამისა, მის ხელისუფლებაში მართვის სისტემა არ არსებობს და ყველაფერი ქაოსურად, უსისტემოდ იმართება, ურთიერთოებები კი თამაშის აგრესიულ წესებზეა დაფუძნებული. აგრესიული პრეზიდენტი აგრესიული პოლიტიკის იდეით ხელმძღვანელობს და რა იდეითაც ხელმძღვანელობს, ელიტაც შესაბამისად იმ იდეაში ჰყავს დაწინაურებული. აგრესია სააკაშვილის მართვაში საკმაოდ სიმპტომატურია, მისი სისასტიკე საერთაშორისო დონეზეც კარგად იციან.
საქართველოში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტის შემდეგ, ერთი-ერთი კონკრეტული ეტაპი დასრულდა. კულუარებში მიღებული გადაწყვეტყილების შემდეგ, ყველაფერი ან დიქტატურის, ან დემოკრატიისკენ უნდა წარიმართოს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება დემოკრატიისკენ მიდრეკილი არ არის. ის ახალ ადამიანებს, ახალ ელიტას, ახალ მიდგომებს და ახალ ფასეულობებს ქმნის.
თუმცა, ასეთი მიდგომა სიახლე ისტორიისთვის არ არის. ყველა რევოლუციური პარტია ხელისუფლებაში აგრესიიით, ძველის ნგრევით, და ბუნდოვანი მესიჯებით მოდის. მაგალითად: ფაშისტების მიზანი ებრაელი ერის, და არა მარტო მათი, განადგურება იყო. კომუნისტები კულტურულ მოვლენებს ებრძოდნენ, საბოლოო მიზანს ვერც ფაშისტებმა მიაღწიეს, ვერც კომუნისტებმა. ეს ორი ფაქტი ისტორიის ყველაზე უახლოესი წარსულია. ისტორიაში კი ახალი არასოდეს არაფერი ხდება, პირიქით, ყველაფერი მეორდება. ასეთი უამრავი მაგალითი არსებობს.
გამონაკლისი არც `ვარდების რევოლუციაა~. `ვარდების~ რევოლუციონერებისთვის, ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება ძველი ელიტების განადგურებაა, მიხეილ სააკაშვილს აგრესიული გარემოცვა მათ `დასათრგუნად~ დასჭირდა. ყველა რადიკალური ქცევა, მათ შორის სახელმწიფო სამსახურებში კადრების აგრესიული ფორმით ცვლაც, შოკური ფონის შექმნას ემსახურება.
21-ე საუკუნეშიც ელიტების ჩანაცვლების ფორმები და შედეგები, მე-20 საუკუნის ელიტების ჩანაცვლების ფორმების და შედეგებისგან არაფრით განსხვავდება. ახალი ადამიანები, ანუ ხელოვნურად შექმნილი ახალი ელიტები დაწინაურებულნი რევოლუციონერთა ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელი შერჩევის კრიტერიუმებით არიან. ძველ და ახალ ელტებას შორის ურთიერთობები დაძაბულია. დაძაბულობა ხელოვნური, ასევე, ბუნებრივი მიზეზებითაც არის გამოწვეული: ხელისუფლების დაკვეთით, ასევე, ძველებსა და ახლებს შორის ისედაც არსებული სხვაობებით. Gგარდა ამისა, ახალი ელიტები ნიჭიერებით, კულტურით ან გემოვნებით არ გამოირჩევიან..
მიხეილ სააკაშვილის დეკლარირებულ მიზნებში ევროკავშირისკენ სწრაფვა და ნატო-ში გაწევრიანება ისევ დღის წესრიგში დგას, მაგრამ მისი ხელისუფლების წარმომადგენლები ადამიანს და მის უფლებებს ფასეულობად არ აღიარებენ, მათთვის ადამიანი ღირებულება არ არის. 21-ე საუკუნის საქართველოში ხელისუფლების პოლიტიკური ნებით `ვარდების რევოლუცია~ და რევოლუციური გამოწვევები გრძელდება.
"ჯი-ეიჩ-ენი", სოფო აბრამიშვილი