ამერიკელი ბიზნესმენები ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს (DOGE) უხელმძღვანელებენ.
”ერთად ეს შესანიშნავი ამერიკელები გზას გაუხსნიან ჩემს ადმინისტრაციას სამთავრობო ბიუროკრატიის აღმოსაფხვრისკენ, იმისათვის, რომ შემცირდეს გადაჭარბებული რეგულირება, უსარგებლო ხარჯები და მოხდეს ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაცია.” - აღნიშნულია ტრამპის განცხადებაში.
ნაკლენი მთავრობა, მეტი ეფექტურობა და ნაკლები ბიუროკრატია არის „საჩუქრები“, რომელსაც ტრამპი ამბობს, რომ ქვეყანა მიიღებს 2026 წლის 4 ივლისამდე, დამოუკიდებლობის გამოცხადების 250 წლის იუბილემდე.