30 სექტემბრის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. ქალაქის რამდენიმე რაიონში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა, მათ შორის, ცეცხლი გაუჩნდა კერძო სექტორში მდებარე სახლებს. თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. თავდაპირველად რცელდებოდა ინფორმაცია 4 დაშავებულის შესახებ.
ღამის 02:44 საათზე უკრაინის საჰაერო ძალებმა ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის შესახებ გააფრთხილეს მოსახლეობა. რამდენიმე წუთში კიევში და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
განგაშის გამოცხადებიდან მალევე საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ბალისტიკური რაკეტები კიევის მიმართულებით მოძრაობდნენ.
თავდასხმის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია და ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.