თუ ვლადიმირ პუტინს მაიამიში "დიდი ოცეულის" სამიტზე მიიწვევენ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, თავადაც ჩავიდეს და მას შეხვდეს.
„დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა ჩავიდეთ. უნდა შევხვდეთ, ვისაუბროთ და გადაწყვეტილება მივიღოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელობა არ ექნება იმას, კონკრეტულად რას ეტყვის რუსეთის პრეზიდენტს.
„მნიშვნელობა მხოლოდ შედეგს ექნება“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
„დიდი ოცეულის“ (G20) სამიტი 14-15 დეკემბერს გაიმართება. სამიტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, G20-ის წევრი ქვეყნების ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნებს შორის, რომლებიც ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად არიან მიწვეული, უკრაინა ჯერჯერობით არ ფიგურირებს.